კახა კალაძემ ვარკეთილში ახლადმოწყობილი სკვერი დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში ახლადმოწყობილი სკვერი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სკვერი ექვსი ავტოფარეხის ადგილზე მოეწყო, რომელთა დემონტაჟი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა. 7300 კვ. მეტრზე გაშენებულ სკვერში მოეწყო საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონები, დაიდგა საპარკე სკამები და საქანელები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო გარე განათების სისტემა.

„სამგორის რაიონის გამგეობას, გამგებელს, თითოეულ თანამშრომელს, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის განხორციელებაში, მინდა მადლობა გადავუხადო. ამ ტერიტორიის დიდ ნაწილზე იყო ავტოფარეხები, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით ავიღეთ ეს კონსტრუქციები და ძალიან კარგი სივრცე მოეწყო ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის. აქვე არის საფეხბურთო მოედანი, რომლის რეაბილიტაციასაც ძალიან მალე დავიწყებთ და ერთი დიდი კომპლექსი იქნება რეკრეაციული სივრცის სახით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვარკეთილში სკვერის მოწყობის სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ - „მონოლითი 2005“ აწარმოა, რისთვისაც სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 678 000 ლარი დაიხარჯა. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარი, საკრებულოს დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი და რევაზ სოხაძე.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი