გია ვოლსკი აქციების თაობაზე ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე - მოლაპარაკებებზე გვსაყვედურობდა, რა ზომამდე მიმიყვანეთ, ამათ გვერდზე ვზივარო, მაგრამ კი იყვნენ სიცილ-კისკისში - მარტო დარჩა, პარტია აღარ არის, აბა, რა უნდა ქნას?

ნინო ბურჯანაძე მარტო დარჩა, პარტია აღარ არის, აბა, რა უნდა ქნას?, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია უნდა გააქტიურდეს, მათ შორის აქციების მომზადებით.

როგორც ვოლკსიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სხვა შემთხვევაში, ბურჯანაძემ „თავის პარტიული მოღვაწეობა უნდა დაამთავროს“.

ნინო ბურჯანაძე პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. ჩემზე კი თქვა: გავლახავდი, კაცი რომ ვიყო მაგის ხელაო, (გეგონება, ძალიან პატარაა) მაგრამ მომწონს, თუ არა პოლიტიკოსია. პოლიტიკოსად იცხოვრა, ჩამოყალიბდა. ეგეთი ტიპაჟია. მარტო დარჩა, შემოეცალა, პარტია აღარ არის, აბა, რა უნდა ქნას? მოლაპარაკების მაგიდასთან რომ ვისხედით, გვსაყვედურობდა, რა ზომამდე მიმიყვანეთ, რომ ამათ გვერდზე ვზივარო. არადა, ნათქვამი აქვს, რომ ამათ ყველას, მე რომ მოვსულიყავი, დავიჭერდი, თავის ბანდასთან ერთად დავიჭერდი, ბანდიტებს ეძახდა. რამე დაფარულს კი არ ვამბობ, ტელევიზიითაც აქვს ნათქვამი, მოლაპარაკების დროს თქვა: იქამდე მიმიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ამათთან ერთად დამაჯინაო და კი იყვნენ სიცილ -კისკისში. ბურჯანაძემ რა უნდა ქნას? მაშინ პარტიის კარი უნდა გამოიხუროს და თავის პარტიული მოღვაწეობა დაამთავროს“, -აღნიშნა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ საზოგადოება პროცესების ქუჩაში გადატანას დაუშვებს.

„შეიძლება ახალგაზრდების რაღაც ჯგუფი მოატყუონ“ , - აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ აუცილებელია, ოპოზიცია გააქტიურდეს, მათ შორის აქციების მომზადებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა