რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია, კონსტანტინ კოსაჩოვის ხელმძღვანელობით, დღეს ოკუპირებულ ცხინვალში ჩადის

რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ კოსაჩოვის ხელმძღვანელობით, დღეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტს იწყებს, - ამის შესახებ ცხინვალის ე.წ. პარლამენტის „პირველმა ვიცე-სპიკერმა“ პეტრე გასიევმა განაცხადა.

მისი თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში 5 რუსი დეპუტატი იქნება.

გასიევმა ასევე განაცხადა, რომ „ვიზიტის“ ფარგლებში გაიმართება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომისიის სხდომა და ისაუბრებენ საკითხებზე, რომელთა რეალიზაციაში რუსეთი ე.წ. „სამხრეთ ოსეთს“ ეხმარება.

„საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას დიდი სარგებლობა მოაქვს ჩვენი ხალხებისთვის, ამ კომისიის საშუალებით შეგვიძლია, გარკვეული პრობლემური საკითხები გადავჭრათ. ამ ყველაფრის მიზანი ჩვენი ხალხის კეთილდღეობაა და ამ მუშაობისაგან დიდ შედეგებს ველით“, - განაცხადა პეტრე გასიევმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტსა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს შორის შეთანხმებას 2008 წლის სექტემბერში მოეწერა ხელი.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია