კონსტანტინ კოსაჩოვი - სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მუშაობაში არსებული პრობლემები ხელს უშლის სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას

სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მუშაობაში არსებული პრობლემები ხელს უშლის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადა.

„ჩვენ აქ ორივე პალატის ხელმძღვანელობის სახელით ჩამოვედით და ამ ვიზიტს ჩვენი ტრადიციულად ახლო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მექანიზმის სრულად ასამოქმედებლად ვიყენებთ,“- აღნიშნა კოსაჩევმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტთან, ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრაზე .

მან ხაზი გაუსვა, რომ ე.წ. პარლამენტის საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიები სრულყოფილად არ ჩატარებულა.

„ეს ხელს უშლის არა მხოლოდ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების წინსვლას, არამედ სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასაც,“- აღნიშნა კოსაჩოვმა.

ცნობისათვის, რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ კოსაჩოვის ხელმძღვანელობით, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დღეს ჩავიდა.

ოკუპირებულ ცხინვალში სიტუაცია ადგილობრივი ახალგაზრდა მამაკაცის, ინალ ჯაბიევის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გარდაცვალებას მოჰყვა. რეგიონში საპროტესტო აქციები დაიწყო, რის შედეგადაც, 29 აგვისტოს ე.წ. მთავრობა გადადგა, თუმცა ანატოლი ბიბილოვმა ახალი „მთავრობის“ ფორმირებამდე მოვალეობის შესრულება „მინისტრთა კაბინეტის“ იმავე შემადგენლობას დაავალა. მოგვიანებით, ე.წ. ოპოზიციონერმა „დეპუტატების“ ჯგუფმა განაცხადა, რომ ე.წ. გენერალური პროკურორის გადადგომამდე „პარლამენტში“ მუშაობაზე უარს აცხადებდა. მათ ასევე წერილი გაუგზავნეს რუსეთის ვიცე-პრემიერს მარატ ხუსნულინს, სადაც აცხადებდნენ, რომ ე.წ. „რესპუბლიკის მთავრობა“ 29 ოქტომბრის შემდეგ არალეგიტიმურად ითვლებოდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა