ელენე ხოშტარია - ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა ზაზა გახელაძის ოჯახზე, რომ საკითხი არ გახმაურებულიყო

ოპოზიციის წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა ზაზა გახელაძის ოჯახზე, რომ საკითხი არ გახმაურებულიყო და მას რეზონანსი არ შეძენოდა. ამის შესახებ ხოშტარიამ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროსთან განუცხადა, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

“ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით. ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა გახელაძის ოჯახზე, რომ საკითხი არ გახმაურებულიყო და მას რეზონანსი არ შეძენოდა. ამან ხელი შეუშალა ამ საკითხს, იმიტომ, რომ ჩვენი ერთდერთი იარაღი ეს არის, ამ საკითხების მიმართ საერთაშორისო ყურადღება. ეს გარანტია არ არის, მაგრამ შანსი არის ჩვენი თანამოქალაქეების დაცვის. აქ ხელისუფლება საპირისპიროდ მოქმედებს. პირიქით, ოჯახებს აჩუმებს და აჩუმებს იმ ხალხს, ვინც ამაზე ხმაურს აპირებს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო