ზაზა გახელაძის დედა - მამამისს წამლებით ვასულიერებთ, ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, აღარც ძილი გვაქვს - ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ ვიცი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედის, ნანა ბუნტურის განცხადებით, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, მიიღეს დაპირება, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

“12 წელი და 6 თვე მისცეს ჩემს უდანაშაულო შვილს. უკვე 7 თვე ხდება ისედაც იქ ზის. კაცი არ მოუკლავს, არანაირი საზღვარი არ არსებობს იქ, რომ გადაეკვეთა. თავისი გაფორმებული იარაღი ჰქონდა, არავინ დაუჭრია და არავინ მოუკლავს. რას ედავებიან არ ვიცი. გვაიმედებენ, რომ ყველა ბერკეტს ავამუშავებთ იმისთვის, რომ ზაზა მალე დაუბრუნდეს ოჯახსო, მაგრამ არ ვიცი რამდენად მალე იქნება ეს დრო. ჩვენთვის უკვე 7 თვე ხდება და კიდევ რამდენი "მალე" იქნება არ ვიცი. მამამისს წამლებით ვასულიერებთ. ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, ყველაფერმა იმედი გაგვიცრუა, ამათთვის არც ახალი წელია, არ დაბადების დღე, არც გაზაფხული მოვა, არც ზაფხული მოვა. არ ვიცი ჩვენთვის როდის რა იქნება, როდის გათენდება, სულ ღამეა 7 თვეა. აღარც ძილი გვაქვს. არ ვიცი რა ხდება ჩვენს თავს. თვითონ ჩემი შვილი იქ როგორ იქნება არ ვიცი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ვიცი", - განაცხადა ნანა ბუნტურმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხო -კავკაზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა