კახა კუჭავა საქართველოში ჩეხეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა.

პარლამენის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა იყო.

მათი ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და განხილული იქნა საქართველოში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტები.

„ბატონ ელჩთან ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ კონკრეტული გეგმები, რომლებიც პანდემიის გამო არ უნდა შეფერხდეს, არამედ, პირიქით, უნდა გააქტიურდეს. მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში გვექნება შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში წინასწარ განსაზღვრული შედეგების მიღწევას. ელჩთან შეხვედრისას ხაზი გავუსვი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, საქართველოს მიერ 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანას. ჩეხეთის მხარემ, კიდევ ერთხელ, დაგვიდასტურა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ მათთან მჭიდრო თანამშრომლობა იქნება კიდევ ერთი დამხმარე ფაქტორი ჩვენი ქვეყნის ოფიციალური წევრობისთვის ევროკავშირში.

დღეს, აგრეთვე, მოვისმინე ინფორმაცია იმ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომლებსაც საქართველოში ახორციელებს ჩეხეთის განვითარების სააგენტო", - განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პეტრ მიკისკას მოადგილე, იანა გასპარიკოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო