ნათია თურნავა - „ენგურჰესის" რეაბილიტაციის შემდეგ ელექტროენერგიის არსებულ გამომუშავებას სულ მცირე, 100 მილიონი კილოვატი დაემატება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, “ენგურჰესის" რეაბილიტაციის შემდეგ ქვეყანაში ელექტროენერგიის არსებულ გამომუშავებას სულ მცირე, 100 მილიონი კილოვატი დაემატება. ამის შესახებ თურნავამ „ენგურჰესის" სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ “ენგურჰესი"ქვეყნის ჰიდროენერგიის ყველაზე დიდი წყაროა, რომელიც საქართველოს ელექტრობაზარს დიდი მოცულობით, დაახლოებით 40-50%-ით პროცენტით ასაზრდოებს.

მინისტრის განმარტებით, 15 - კილომეტრიან გვირაბში 24 - საათიან რეჟიმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შემცირდება წყლის ჟონვა (დროთა განმავლობაში გვირაბში ჩნდება ნაპრალები და წყალი იკარგება), რის შედეგადაც, სულ მცირე, 100 მილიონი კვტ. დაემატება ჰესის არსებულ გამომუშავებას.

„ენგურჰესი" არის უნიკალური ნაგებობა და დღესაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი კაშხლების ტოპ-ათეულშია. ჰესი გაშვებულია 70-იანი წლების ბოლოს და მას მერე გვირაბის ასეთი მასშტაბური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. იყო რამდენიმე რემონტი, მაგრამ დღეს რაც კეთდება, ეს არის მართლაც უახლესი ტექნოლოგიები. სამუშაოებს ატარებს ქართული კომპანია, პროცესში ასევე ჩართულები არიან გერმანელი და სხვა ქვეყნების სპეციალისტები. სამუშაოებზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი და მათი უმრავლესობა ამ რაიონის მაცხოვრებლები არიან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და დაგეგმილია, რომ დასრულდეს მიმდინარე წლის მაისის დასაწყისამდე, რადგან ამ დროს იმატებს წყლის რესურსები და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყოს „ენგურჰესმა" ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე გაზრდილი სიმძლავრით.

“ენგურჰესი" არის უნიკალური ნაგებობა და დღესაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი კაშხლების ტოპ-ათეულშია. ჰესი გაშვებულია 70-იანი წლების ბოლოს და მას მერე გვირაბის ასეთი მასშტაბური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. იყო რამდენიმე რემონტი, მაგრამ დღეს რაც კეთდება, ეს არის მართლაც უახლესი ტექნოლოგიები. სამუშაოებს ატარებს ქართული კომპანია, პროცესში ასევე ჩართულები არიან გერმანელი და სხვა ქვეყნების სპეციალისტები. სამუშაოებზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი და მათი უმრავლესობა ამ რაიონის მაცხოვრებლები არიან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და დაგეგმილია, რომ დასრულდეს მიმდინარე წლის მაისის დასაწყისამდე, რადგან ამ დროს იმატებს წყლის რესურსები და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყოს „ენგურჰესმა" ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე გაზრდილი სიმძლავრით.

„მანამდე წყალი არის ყველაზე დაბალი და ყველაზე სწორი დრო იქნა შერჩეული იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენი ბაზარი არ დაზარალდეს, მეორე მხრივ კი იმისთვის, რომ ეს უნიკალური ნაგებობა განახლდეს და კიდევ მრავალი წელი მოემსახუროს საქართველოს მოსახლეობას", - განაცხადა თურნავამ.

„ენგურჰესში" ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდნენ სამეგრელო- ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსი ჯონი ჭანია.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას