აფხაზეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აფხაზეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დასადგენად გასული დღე-ღამის განმავლობაში 259 ტესტი გაკეთდა, რის შედეგადაც ვირუსი 23 ადამიანს გამოუვლინდა.

მთლიანობაში, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 11761 ადამიანი შეადგინა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 175 ადამიანი, რომელთა საერთო რაოდენობამ 10598 შეადგინა.

ბოლო 24 საათში აფხაზეთის ტერიტორიაზე არავინ გარდაცვლილა. გარდაცვალებულთა საერთო რაოდენობა 180-ს შეადგენს.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 90 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 56-ის - საშუალო სიმძიმის.