ვახტანგ მეგრელიშვილი - „ქართულ ოცნებას“ ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით შევთავაზეთ სასწაული პირობა, თუ დაგვთანხმდებიან, პარლამენტში შევალთ

ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით შევთავაზეთ სასწაული პირობა - თუ ისინი დაგვთანხმდებიან, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ პარლამენტში შევალთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი კოლეგებიც, სრული შემადგენლობით ამ საკითხის გადასაწყვეტად შემოვლენ პარლამენტში და ერთად მივიღოთ ახალი კონსტიტუცია, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ახლა მთავარია შერიგება და მშვიდობა, რის შემდეგაც შეიძლება რაიმე პოზიტიურზე ფიქრი.

,,თუ ჩვენ ვერ შევკრებთ საკმარის რაოდენობას, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის, ამისათვის პოლიტიკურ პასუხს ვაგებთ ჩვენი დაპირებით და მხოლოდ ჩვენ შევალთ პარლამენტში. ჩვენი პოზიციაა, რომ საჭიროა პარლამენტში შესვლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა ეს რომ მოხდეს, იქ მართლა პარლამენტი უნდა იყოს და საჩხუბრად არ უნდა მივდიოდეთ, რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. ამ მიზნით, ჯერ გვინდა ეს მოლაპარაკება ბოლოში გავიყვანოთ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომ ქვეყანა შევცვალოთ. ამის წინადადებები მართლა დევს იმ მაგიდაზე. რომელიღაც დიდმა პოლიტიკურმა ძალამ - „ქართულმა ოცნებამ“ ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და გადადგას პირველი ნაბიჯი.

მთავარი არის შერიგება და მშვიდობა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ რაიმე პოზიტიურზე ფიქრი.

ჩვენ შეიძლება ვითამაშოთ ისეთი როლი, რომ რაღაც პროცესები დავაჩქაროთ, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებები არ არიან „ლელო“ და „გირჩი“, მთავარი ფოკუსი დღეს უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ახლა რაღაც საბავშვო თამაში მიმდინარეობს, ნიკა მელია თამაშობს მაგარი ბიჭის როლს და ისინი თამაშობენ კანონის დამამკვიდრებელი მთავრობის როლს და საგიჟეთია სინამდვილეში“, - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს