ნორვეგიის ელჩი - ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გახანგრძლივება მიუღებელია

ნორვეგიის ელჩი საქართველოში ელენ სანდ ანდრესენი აცხადებს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გახანგრძლივება მიუღებელია.

„საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გახანგრძლივება მიუღებელია. ვუერთდები ჩემი კოლეგების მოწოდებას ცხინვალის ციხიდან მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და საკუთარ ოჯახში უსაფრთხოდ დაბრუნებასთან დაკავშირებით,“ - წერს ნორვეგიელი დიპლომატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ელენ სანდ ანდრესენი ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებასაც აზიარებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხო -კავკაზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო