სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე აქცია-პერფორმანსს მართავენ

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ. აქცია-პერფომანსის ფარგლებში, პარლამენტის შენობის წინ კონცერტი მიმდინარეობს. საპროსტესტო აქციის მონაწილეები არსებული რეგულაციების გაუქმებას და ეკონომიკის გახსნას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გეგა სალუქვაძის განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა იყო გარკვეული სატყუარა. მათ შეეშინდათ მიმდინარე აქციების. ერთ კვირაში რომ თქვან, შემთხვევები ისევ გაიზარდაო, ჩვენ რა უნდა ვქნათ მერე? ბიზნესმა რა ქნას? ჩვენ ასეთი გახსნა არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება გააზრებულად, შეთანხმებულად. ამდენი ხანია საკოორდინაციო საბჭოსთან შეხვედრას ვითხოვთ და არავინ შეგვხვედრია. ეს არის სრული უგუნურება, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ან უნდა მოიქნენ ისე, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ან სხვა გზა არ არის, გავაგრძელებთ პროტესტს“, - განაცხადა აქციის მონაწილემ, გეგა სალუქვაძემ.

აქციის მონაწილეებს შორის არიან ფიტნეს ცენტრებისა და სამთო-სათხილამური კურორტების წარმომადგენლები, ანიმატორები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

იხილეთ ვიდეო:სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე აქცია-პერფორმანსს მართავენ

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“