განათლების სამინისტრო თბილისის 24-ე სკოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სკოლის დირექციას მოუწოდებს, დირექტორის მოადგილის ქმედება განიხილოს

განათლების სამინისტრო თბილისის 24-ე სკოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სკოლის დირექციას მოუწოდებს, დირექტორის მოადგილის ქმედება განიხილოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, სამინისტრო სკოლის დირექციას მოუწოდებს, სკოლის დირექტორის მოადგილის ქმედება სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად განიხილოს და ამის შემდეგ მოახდინოს რეაგირება.

„გვსურს დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ სკოლებში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია და ყველაფერს ვაკეთებთ ამის უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება 15 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას - სასწავლო პროცესი წარიმართება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით. გარდა ამისა, მოსწავლეების მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. დამატებითი დისტანციური გაკვეთილების ჩატარების შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებლები შესაბამის დანამატს მიიღებენ. რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში კი გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვებით. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს“, - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ კოვიდაფეთქებას გამიზნულად მოაწყობს, რათა დისტანციურ სწავლებას ისევ დაუბრუნდნენ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ