საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, აქციის მონაწილეების მიმართ, ვინც კანონს არღვევს, სამართლებრივი ზომები იქნება გამოყენებული

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, აქციის მონაწილეების მიმართ, ვინც კანონს არღვევს, სამართლებრივი ზომები იქნება გამოყენებული.

როგორც სირაძემ აღნიშნა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„სამართლებრივი ზომები მიღებული იქნება ყველა ფაქტზე, როგორც წინაზე. კანონს ვინც დაარღვევს, შესაბამის ზომებს მივიღებთ. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი“, - განაცხადა სირაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირიდან, სამოქალაქო აქტივისტები “დაუმორჩილებლობის მარშის” ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები მსვლელობის მარშრუტს არ აზუსტებენ.

შეგახსენებთ, რომ აქტივისტები 21:00 საათიდან, ე.წ. „კომენდანტის საათის“ დროს “დაუმორჩილებლობის ბრჭყვიალა მარშს“ აწყობენ. მათი მთავარი მოთხოვნა „კომენდანტის საათის” გაუქმება და არსებული რეგულაციების მოხსნაა. სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში