ინდოეთში, ჰიმალაის მყინვარიდან წყლის მოვარდნის შედეგად 150-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება

ინდოეთში, ჰიმალაის მყინვარიდან წყლის მოვარდნის შედეგად 150-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის გამო მიმდებარე სოფლების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც „როიტერს“ უტარაკჰანდის შტატის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა განუცხადა, დაღუპულთა შესახებ ზუსტი რიცხვი ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა შიშობენ, რომ დაახლოებით 100-150 ადამიანია გარდაცვლილი.

თვითმხილველების თქმით, წყალმა მდინარის კალაპოტში შლამი და ქვებიც ჩაიტანა და გზად კაშხალი და ყველაფერი წალეკა.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ნაკადმა ახლოს მდებარე ჰდროელექტრო სადგურზე მომუშავე ადამიანები, ასევე სოფლის ის მაცხოვრებლები წაიღო, რომლებსაც მდინარის მახლობლად პირუტყვი გადაჰყავდათ ან შეშას აგროვებდნენ. მეზობელ უტარ-პრადეშის შტატშიც მდინარისპირა დასახლებებში მზადყოფნა გამოცხადდა.

მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, რომელმაც აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. ინდოეთის საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოვიდა სამაშველო ოპერაციების განსახორციელებლად, ასევე სამძებრო ოპერაციებში ჩასართავად ადგილზე გადაჰყავთ კატასტროფებთან რეაგირების ჯგუფები.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში