ოკუპირებული ცხინვალის „საგარეო უწყება“ - 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან მოყოლებული, ოფიციალური თბილისი ცდილობს, საერთაშორისო დღის წესრიგში თავი მსხვერპლის როლში გამოიყვანოს

ფაქტების გაყალბება და საერთაშორისო საზოგადოებისათვის საქართველოს მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდება აიძულებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, განიხილოს აგრესორის სარჩელი ქვეყნის მიმართ, რომელმაც მას მშვიდობა აიძულა, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რითაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.

„ეჭვგარეშეა, რომ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან მოყოლებული დღემდე ოფიციალური თბილისი ცდილობს, საერთაშორისო დღის წესრიგში თავი მსხვერპლის როლში გამოიყვანოს იმ იმედით, რომ რაც შეიძლება დიდხანს აირიდებს თავიდან პასუხისმგებლობას ოსეთსა და აფხაზეთში ჩადენილი სამხედრო და ჰუმანიტარული დანაშაულებებისთვის,“- აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო