გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი - ვასილ მახარაძემ სასამართლოს წინაშე სიმართლე არ თქვა, ის არც იტყოდა სიმართლეს, ამის მოლოდინი არ გვქონია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდებულმა მორაგბემ, ვასილ მახარაძემ სასამართლოში სიმართლე არ ისაუბრა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში “ტოიოტა ქამრის" მძღოლს, ვასილ მახარაძეს დღეს, თითქმის, 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

“რა თქმა უნდა, ვასილ მახარაძემ სასამართლოს წინაშე სიმართლე არ თქვა, ის არც იტყოდა სიმართლეს, ამის მოლოდინი არ გვქონია. ის ერთ-ერთი ბრალდებულია ვისაც ამ ეპიზოდში გიორგი შაქარაშვილზე და სხვა პირებზე თავდასხმაში აქვს ბრალი წაყენებული, იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი სიმართლეს იტყოდა, მის წინააღმდეგაც იქნებოდა გამოყენებული", - აცხადებს ყაზარაშვილი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მახარაძის ავტომანქანაში ორი პირი - ვახტანგ ჩიქოვანი და ზ. ხ. ისხდნენ, პროკურორის თქმით, ბრალდებულების მოგონილია და სიმართლეს არ შეესაბამება.

"როცა ყველაფერი დასრულდა, თბილისში ჩამოვიდნენ, ყველაფერი გაიაზრეს, რა მოხდა, რა გააკეთეს, ის ორი ადამიანი - ვახტანგ ჩიქოვანი და ზ. ხ. შემდეგ ჩასვეს მანქანაში, ეს იყო მოლაპარაკების საგანი. ჩვენებაში მიუთითეს, რომ ეს ორი პირი თითქოს მანქანაში იჯდა, ეს მოგონილი ამბავია. ერთ-ერთი გარემოება, რომ ეს სიმართლე არ არის, იმითაც დასტურდება, რომ ზ. ხ. -ს ეს ფაქტი აერია და როცა გამოძიებას ჩვენება მისცა, იქ დააფიქსირა, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილი იჯდა მანქანაში, იმაზეც კი ვერ შეჯერდნენ, მანქანაში ვინ უნდა დამჯდარიყო, ვასილ მახარაძის გარდა კიდევ დამატებით ორი პირი ვინ უნდა ყოფილიყო.

ვასილ მახარაძის ჩვენებით ისეთი გარემოებები გამოიკვეთა, რაც დაცვის მხარეს არ სურდა. ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩილ გაგნიძეც და ნიკოლოზ რევაზიშვილიც ხიდის ქვედა ტერიტორიაზე ჩასულები იყვნენ, რასაც ბრალდებულები უარყოფენ. მან განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ, როცა ისაუბრეს დეტალებზე, ეს თვითონ გაგნიძემ და რევაზიშვილმა განუცხადეს.

გურამ ამირხანაშვილის განცხადებით, როცა ფერად შენობასთან მანქანა მოვიდა, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი მაშინ ამოვიდნენ ქვემოდანო. ის გარემოებები, რაზეც დაცვის მხარე ბრალდებულთან წინასწარ არ იყო შეთანხმებული, რომ ამაზე კითხვები დაისმებოდა და მოწმეს უნდა ეპასუხა, მახარაძემ უპასუხა რაც რეალობა იყო",- განაცხადა ყაზარაშვილმა.

ის ერთ-ერთ დიდ ტყუილს უწოდებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ადვოკატების განცხადებით დასტურდება, რომ ვასილ მახარაძეს მანქანაში 2 პირი ეჯდა.

"რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, ის რომ ვახტანგ ჩიქოვანი და ზ. ხ მანქანაში სხდებიან, ეს მომენტი ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ არ ჩანს, მხოლოდ ერთი სილუეტი ჩანს, რომელიც ვასილ მახარაძისაა. უკანა კარი რომ იღება სად ჩანს რომ იღება, მანახეთ და შეიძლება მეც ვაღიარო, რომ ის ტყუილი, რასაც დაცვის მხარე ამბობს, რეალობაა",-განაცხადა ყაზარაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა მორაგბემ სასამართლოზე სიმართლე არ თქვა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა