მაია ცქიტიშვილმა და საქართველოში უნგრეთის ელჩმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა რეგიონული განვითარების მიმართულებით მხარდაჭერის, ასევე წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის პროექტებში მონაწილეობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.

„ცქიტიშვილმა ელჩს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო, სადაც ვიქტორია ჰორვატმა განაცხადა, აღნიშნული საკითხით უნგრული კერძო კომპანიების დაინტერესება დიდია“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს