იაგო ხვიჩია - მდინარაძის განცხადებით დისკუსია დაიწყო, რაც ერთგვარი პირველი ნაბიჯია პროცესში, თუმცა ეს არ არის წინაპირობა, რომ ხვალ შევდივარ პარლამენტში, რადგან კითხვები მაქვს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადება საარჩევნო რეფორმის მიმართ გუნდში არსებული მხარდაჭერის შესახებ, ერთგვარი პირველი ნაბიჯია, თუმცა მას აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მდინარაძის განცხადება არ იძლევა პასუხს კითხვაზე: „ქართული ოცნება“ გარანტირებულად ბუნებრივ ბარიერს დადებს, თუ ოპოზიციის ნაწილის თანხმობის შემდეგ დაიწყება დისკუსია.

„რაც მართლა საინტერესეოა ამ ყველაფერში არის ის, რომ მდინარაძის ამ განცხადებით დისკუსია და საუბარი დაიწყო, რაც ერთგვარი პირველი ნაბიჯია პროცესში. ეს არ არის წინაპირობა, რომ ხვალ შევდივარ პარლამენტში, რადგან კითხვები მაქვს და შესაბამისად, ეს დღეები - ხვალ, ზეგ, მათ შორის საჯარო სივრცეში დისკუსიები უნდა გადავიტანოთ იმაში, რომ ერთმანეთის კითხვები მოვისმინოთ და ვუპასუხოთ. მდინარაძის განცხადება არ იძლევა პასუხს კითხვაზე: ოპოზიციური პარტიები რომ დათანხმდნენ, 23 კაცი რომ გამოჩდნეს, რომლებიც ამბობენ, რომ ვეთანხმებით, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ გარანტირებულად ბუნებრივ ბარიერს დადებს, თუ ასეთი ხალხი თუ გამოჩნდება, მერე ვიწყებთ დისკუსიას 0-დან 3 პროცენტამდე სისტემაზე?

ამ განცხადებამ დისკუსიისთვის, საჯარო საუბრისთვის სივრცე გახსნა, მაგრამ ვინაიდან, ბოლომდე არ მესმის რაღაცები და დამატებითი კითხვები მაქვს, როგორც ჩანს, საჯარო სივრცეში ახლა უკეთესია ამის განხილვა, ასე არჩია „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ, საჯარო სივრცეში კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ, თუ დავრწმუნდით იმაში, რომ „ქართული ოცნება“ მართლა დებს ამ საარჩევნო სისტემას ნულოვანი ბარიერით და უბრალოდ ოპოზიცია არ შევიდა, თორემ „ქართულ ოცნებას“ ეს უკვე უდევს მაგიდაზე, მე შევდივარ პარლამენტში. ეს იქნება ჩემი პასუხისმგებლობა, უბრალოდ, ჯერჯერობით ეს არ დევს“,-განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც მან აღნიშნა, იზიარებს „ლელოს“ იდეას, რომ 2022 წელს ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. მისი თქმით, ოპოზიცია ითხოვს იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს დაჰპირდა.

„ვეთანხმებით, თუ „ლელო“ ამას მიაღწევს, ჩვენ ხელს არ შევუშლით, პირიქით. ვეთანხმები ამ მოთხოვნაში ბატონ ხაზარაძეს, ოღონდ რა უნდა გავაკეთო ამისთვის? სწორი მოთხოვნაა, კი ბატონო, მერე? „ქართულმა ოცნებამ“ თუ მოაწერა ხელი, მე ხომ არ შევაფერხებ ამ დოკუმენტის ხელმოწერას. არჩევნები პროპორციულად უნდა ჩატარდესო ასევე ამბობს ბატონი ხაზარაძე. ჯერ აღსრულებადობაა პრობლემა. „ქართულ ოცნებასთან“ ამ შეთანხმების მიღწევა ასე მარტივი ხომ არ არის. ჩვენ ვითხოვთ იმას, რასაც მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს დაჰპირდა. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი მოთხოვნა რაიმე წითელ ხაზშია“,-განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო. მდინარაძის თქმით, ისედაც აქვთ აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია. ამასთან, მდინარაძე აცხადებს, რომ სამწუხაროდ, დღემდე არ მოუსმენიათ სხვა საპარლამენტო პარტიების დამოკიდებულება და პირობა იგივე საკითხთან დაკავშირებით, იზიარებენ თუ არა ისინი პარტია „გირჩის“ პოზიციას და პირობას, საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა