დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ დისტანციური ლექცია ჩაატარა

8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ისტორიკოსმა, პროფესორმა, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ დისტანციური ლექცია „დავით აღმაშენებელი - ეპოქა და ადამიანები“ ფონდის გრანტიორებისთვის, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ჩაატარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს, ლექციაზე ჯაბა სამუშიამ დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და აღორძინების საქმეში შეტანილ წვლილზე, გატარებულ რეფორმებზე და ეპოქის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებზე ისაუბრა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა