„პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარის განცხადებით, პურის მწარმოებელთა დიდმა ნაწილმა ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდია ვერ მიიღო

„პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის მწარმოებელთა დიდ ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი გაზრდილი ტარიფით მიუვიდა. როგორც მალხაზ დოლიძე აცხადებს, ბევრმა მსხვილმა წარმოებამ გაზრდილი ტარიფების სუბსიდია ვერ მიიღო, რადგან სათანადოდ არ იყო ინფორმირებული რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

„11 თეთრით მოიმატა ელექტროენერგიის საფასურმა და სუბსიდიით პურის მწარმოებლებს დაახლოებით 5- თეთრიანი შეღავათი უნდა მიეღოთ. ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა პორტალი, მაგრამ სამწუხაროდ, სათანადო კომუნიკაცია არ შედგა, ამის შესახებ ბევრმა ვერ გაიგო, რომ განაცხადი იყო საჭირო სუბსიდიის მისაღებად. საკმაოდ ბევრი მსხვილი წარმოება ამაში ვერ მოხვდა. მივმართე სემეკს, ეკონომიკის სამინისტროს, რომ ამ საკითხში დაგვეხმარონ, რადგან პორტალმა სულ 14 დღე იმუშავა. გამოსავალი ისაა, რომ ეს პორტალი გაიხსნას, ყველას გავაგებინოთ, რომ ჩაერთოს“,- აღნიშნა მან „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, მთავრობა საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50%-ს უსუბსიდირებს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ