გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი აძლევს ჩვენებას

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი აძლევს ჩვენებას.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც ამ წუთებში პროცესი მიმდინარეობს, ასევე დაიკითხებიან ბრალდებულის ოჯახის წევრები, კერძოდ კი, რევაზიშვილის მამა და ძმა. როგორც ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, ბრალდებული სასამართლოს გულწრფელ ჩვენებას მისცემს.

"ის სასამართლოს მიაწვდის იმ რეალობას, რაც 19 ივნისს მოხდა, ასევე ისაუბრებს, თუ რატომ ჩავიდა მცხეთაში, რა ფუნქცია ჰქონდა, როცა არასრულწლოვნებს და სხვა ბრალდებულებს გაყვა. სასამართლოში ასევე დაიკითხებიან მისი ოჯახის წევრები შემდეგ დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რა ხდებოდა, რა საუბრები იყო და ა. შ. ასევე ნიკოლოზ რევაზიშვილი ისაუბრებს გამოძიების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, კერძოდ კი, მათ ტელეფონიდან წაშალეს მისი გადაადგილების ტრაექტორია",- განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ