ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე - პოლიტიკური ხულიგნობის დრო საქართველოში არ არის, ეს წარსულს ჩაბარდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოში „პოლიტიკური ხულიგნობის“ დრო არ არის. ამის შესახებ ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, პარლამენტის წევრობა ინდულგენცია არ არის.

„ეს არის მაგალითი და სახე, როგორ უნდა დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ კანონი და როგორ უნდა სცეს პატივი საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომ პარლამენტის ყველა წევრს ვურჩევ, იმოქმედოს კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად მოუწევს ყველას მოქმედება. პოლიტიკური ხულიგნობის დრო საქართველოში არ არის. ეს წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად, თუ ვინმეს გონია, რომ კანონზე მაღლა დგას, მაშინ, როდესაც ჩვენ, ყველა პატივს ვცემთ სამართლებრივ სახელმწიფოს და პატივს ვცემთ იმ წესებს, რომლებიც ქვეყანაშია, ამის უფლებას არავის მივცემთ. იმედი მაქვს, ყველა გონს მოეგება და იმოქმედებს არა ვინმეს ინტერესის, არამედ კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კანონზე მაღლა დგას, ეს ასე ვერ იქნება”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა