ცხინვალის „კგბ“ - სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის გადაფრენა დაფიქსირდა - ქართველი სამხედრო დაზვერვის ოფიცრები კი სადაზვერვო სამუშაოებს აწარმოებენ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში“ აცხადებენ, რომ ამერიკული საჰაერო სადაზვერვო დრონი Global Hawk RQ-4B-ი „რესპუბლიკასა“ და რუსეთის „საზღვრების“ სამხრეთ ნაწილთან გამოჩნდა.

„14 და 21 იანვარს, ამერიკული Global Hawk RQ-4B დრონების გადაფრენა დაფიქსირდა, რომელმაც რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხრეთ საზღვრებთან საჰაერო დაზვერვა განახორციელა. საფრენი აპარატი სიცილიაში მდებარე ნატო-ს ავიაბაზიდან აფრინდა და სამხრეთ ოსეთ-საქართველოს და რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრების სამხრეთით, შიდა-ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიების ზემოთ გადაიარა“, - აცხადებენ ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

მათივე ინფორმაციით, სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სპეციალური ოპერაციების ძალების დაზვერვის დეპარტამენტის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეების ყოფნა დაფიქსირდა.

ე.წ.უშიშროების კომიტეტი ირწმუნება, რომ სასაზღვრო ზონაში ქართველი სამხედრო დაზვერვის ოფიცრები სადაზვერვო სამუშაოებს აწარმოებენ და „დივერსიულ“ აქტებს ამზადებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს