მურატ ჯიოევი - ზაზა გახელაძემ ყველაზე მსუბუქი სასჯელი მიიღო

ქართული მხარე "გახელაძის საქმეს" პროპაგანდისა და მიზანმიმართული სიცრუისთვის იყენებს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტის“ წარმომადგენელმა პოსტ-კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა „ეხო-კავკაზასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის მისჯილ უკანონო, 12-წლიან პატიმრობასთან დაკავშირებით საუბრისას ჯიოევმა განაცხადა, რომ „ეს ყველაზე მსუბუქი სასჯელია.“

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას“ გამუდმებით მოუწოდებენ, ჰუმანურობა გამოიჩინონ, თუმცა ასეთ ჰუმანურობას და პრინციპულობას არ იჩენენ, როცა საქმე „სამხრეთ ოსეთის“ ახალგაზრდებს ეხებათ, რომლებიც 2008 წლიდან არიან დაკარგულები.

„საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველ ჯერზე მოუწოდებენ სამხრეთ ოსეთს, გამოიჩინოს ჰუმანურობა, მაგრამ რატომღაც ასეთ ჰუმანურობას და პრინციპულობას არ იჩენენ, სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წლიდან დაკარგულები არიან და საერთაშორისო ექსპერტებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ისინი საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ხელში იმყოფებოდნენ“, - განაცხადა ჯიოევმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს