უკრაინის პრემიერი - გვსურს, დავეწიოთ საქართველოს და MAP-ი ერთად მივიღოთ

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინას ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის საქართველოსთან ერთად მიღება სურს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება დენის შმიგალმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამარულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ამ დროისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენს მოკლევადიან სტრატეგიას წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება წარმოადგენს. ჩვენ გვინდა, დავეწიოთ საქართველოს და მივიღოთ საქართველოსთან ერთად MAP-ი და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ვგრძნობ, რომ ჩვენი შეხვედრა არის საკმაოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანი სიმბოლური ნიშანი, რომელიც კარგ მუხტს და კარგ იმედს გვაძლევს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში