ოკუპირებულ ცხინვალში მასობრივ ღონისძიებებზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა

ოკუპირებულ ცხინვალში მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის სადღესასწაულო, სამგლოვიარო და მემორიალური ღონისძიებების ჩატარებაზე კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო RES-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობდა.

„ის, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, სწორი გადაწყვეტილება იყო. დღეს უკვე შეზღუდვების მოხსნა მასობრივი ღონისძიებების გამართვაზეც არის შესაძლებელი. ეჭვგარეშეა, რომ ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში სანიტარული ზომების დაცვა აუცილებელია“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ცნობისათვის, ოკუპირებულ ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 2 901 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:ოკუპირებულ ცხინვალში მასობრივ ღონისძიებებზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა