ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას არანაირი საპროტესტო მუხტის გამოწვევისა და ტემპერატურის აწევის თავი არა აქვს

ოპოზიციას არანაირი საპროტესტო მუხტის გამოწვევისა და ტემპერატურის აწევის თავი არა აქვს, მით უფრო ზაფხულში, როცა უფრო ეთბილება, - ასეთ პროგნოზს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აკეთებს.

ოხანაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას საპროტესტო მუხტის აწევა ძალიან გაუჭირდება და ამას ვერ შესძლებს.

„მუხტის აწევა თუ უნდოდათ, ზამთარშიც კარგად აწევდნენ, თუმცა არ გამოსდით და ვერც გამოვა, რადგან ქართველმა ხალხმა არჩევნების გზით გადაწყვიტა, ხელისუფლებაში ვისი ყოფნა სურს და ვისი ყოფნა სურს ოპიზიციაში. მათ ლიმიტი ამოეწურათ და ოპიზიციაში ყოფნის თავი არა აქვთ, რაც მათი პრობლემაა“, - განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა