საპატრიარქოში სასულიერო პირები შეიკრიბნენ

საპატრიარქოში სასულიერო პირები შეიკრიბნენ. მათ არ დაუკონკრეტებიათ, რა საკითხებზე იქნება მსჯელობა ხვალინდელ სხდომაზე.

როგორც მეუფე მიქაელმა განაცხადა, არცერთი კითხვა არ იქნება პასუხგაუცემელი.

„რა მოცემულობაც იქნება, იმაზე ვიმსჯელებთ, არცერთი შეკითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი, ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ. დღეს, ვარაუდით საუბარი არ შემიძლია, არც იქნება სწორი და სწორ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ“, - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

წმინდა სინოდის სხდომა ხვალ, 11 თებერვალს გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოში განუცხადეს, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

სინოდის სხდომის თაობაზე რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ. ოფიციალურ ინფორმაციაში არ დაკონკრეტებულა თუ რა საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი.

„ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს