მედია - სერბეთის პატრიარქს 18 თებერვალს აირჩევენ

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის არჩევნები 18 თებერვალს გაიმართება. ადგილობრივი მედია სერბეთის წმინდა სინოდში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

სერბეთის პატრიარქი ირინეოსი გასული წლის 20 ნოემბერს კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ამავე ვირუსით საავადმყოფოში მკურნალობდა პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი, რომელიც საავადმყოფოდან 10 დეკემბერს გაწერეს.

ახალი პატრიარქის არჩევა წმინდა საბას ლავრაში გაიმართება. სერბეთის ეკლესიის წინამძღოლად ძირითადად, რამდენიმე კანდიდატურა სახელდება, მათ შორის მიტროპოლიტი პორფირი, ეპისკოპოსი ირინეოსი და ეპისკოპოსი იოანიკე.

სერბეთის ეკლესიის ტრადიციის თანახმად, თავდაპირველად ეპისკოპოსები, მთავარეპისკოპოსები და მიტროპოლიტები გამოარჩევენ თავისი რიგებიდან სამ მეტნაკლებად ღირსეულ კანდიდატს. შემდეგ კონვერტში ჩადებული მათი სახელები მოთავსდება სახარებაში, საიდანაც ერთ-ერთ კონვერტს ე.წ. ბრმა წესით ამოარჩევს ერთ-ერთი მონასტრის ყველაზე პატივცემული მონაზონი.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს