ვახტანგ კალოიანი - არანაირი იატაკქვეშა შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს სააკაშვილთან არ ჰქონიათ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის ცვლილება ამ ეტაპზე არ იგეგმება და ეს საკითხი ჯერ მხოლოდ განხილვის პროცესშია.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას კალოიანი ადასტურებს, რომ „ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება, თუმცა, მისი თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამასთან, როგორც ის აცხადებს, არცერთი ლიდერი პარტიას არ ტოვებს.

„დავით ბაქრაძე რჩება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერად. რაც ხდება „ევროპულ საქართველოში“, ეს არის გადააზრება, შეფასება იმ შედეგებისა, რაც პარტიას ბოლო არჩევნებში ჰქონდა. ჩვენ ვეძებთ გზას, როგორ გადავახალისოთ როგორც ცენტრალური ოფისი, ისე რეგიონალური ორგანიზაციები. როგორ შევძლოთ ამომრჩევლების უფრო ფართო ჯგუფთან საუბარი. ასე რომ, არაფერი დრამატული და განსაკუთრებული არ ხდება. პარტია არ იშლება. პარტია ფუნქციონირებს, ლიდერები ლიდერებად რჩებიან“,- განაცხადა კალოიანმა.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე კიევში იმყოფებოდნენ და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა გამართეს, კალოიანი ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრა არ ყოფილა.

„კიევში და ევროპის რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდნენ, მაგრამ სააკაშვილთან შეხვედრა არ ყოფილა. რაც კი შეხვედრები ყოფილა, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტთან, ყველა იყო საჯარო, ღია და ნათელი. ახლაც არანაირი იატაკქვეშა შეხვედრა ჩვენს ლიდერებს სააკაშვილთან არ ჰქონიათ“,- განაცხადა კალოიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა