ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 279 ადამიანს ჩაუტარდა.

ამასთან, აფაზეთში კოვიდ 19-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 11 933 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 10 943 და დაღუპულია 187 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 10 მარტამდე გახანგრძლივებას მოაწერა ხელი. თუმცა, რეგიონში 15 თებერვლიდან საბავშვო ბაღები და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სკოლები იხსნება, 22 თებერვლიდან კი საკლასო ოთახებში მე-5-11 კლასის მოსწავლეებიც დაბრუნდებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა