ქართული პრესის მიმოხილვა 11.02.2021

დიდი ოპოზიციური გადაჯგუფებები იწყება - “შეიძლება წარმოიქმნას ახალი პოლიტიკური ერთობა”

ცნობილია სექტორები, რომელსაც მთავრობა კვირის ბოლომდე შეზღუდვებს მოუხსნის

საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის ახალი მოდელი - ევროპაში ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება დაიწყეს

* * *

დიდი ოპოზიციური გადაჯგუფებები იწყება - “შეიძლება წარმოიქმნას ახალი პოლიტიკური ერთობა”

“ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ, პარტიის განახლებასა და სტრუქუტურულ ცვლლებებს აანონსებს “ევროპულ საქართველო”. მისი ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, საზოგდოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი პარტიაში მიმდინარე პროცესებთან, მათ შორის პერსონალურ და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. კულუარული ინფორმაციით კი პარტიის ლიდერებს შორის უთანხმოებაა. დავით ბაქრაძე პარტიიდან მიდის, უგულავას და ბოკერიას შორის კი დაპირისპირებაა. პარტიაში ასევე ფინანსური პრობლემებია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი ოპოზიციური გადაჯგუფებები იწყება - “შეიძლება წარმოიქმნას ახალი პოლიტიკური ერთობა”.

“პოლიტიკურ პარტიას, ისევე როგორც ნებისიმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება. დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო. მთელი ოპოზიციური სპექტრიდან ის ელოდება სიახლეს. ევროპულ საქართველოშიც” მიდის მსჯელობა სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით. კვირის ბოლოს საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით; მაგრამ ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ როგორც არ უნდა იყოს შიდაპარტიული გადაადგილება, ის გავლენას ვერ მოახდენს ოპოზიციის საერთო ამოცანებზე. ბოიკოტი დარჩება ძალაში, “ევროპული საქართველო” დარჩება ოპოზიციურ ფლანგზე”, - აცხადებს დავით ბაქრაძე. რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე და ერთმანეთის მიყოლებით რატომ ანახლებენ პარტიებს ოპოზიციონერი ლიდერები - პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მოსალოდნელი იყო რომ ოპოზიციური პარტიები გაანალიზებდნენ არჩევნებში მიღებულ შედეგებს. პოლიტოლოგ რამაზ საყარელიძის თქმით, პარტიების განახლების პროცესში საინტერსო იქნება, ის, თუ საით წაიყვანენ ლიდერები პროცესს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის დამახასიათებელია, რომ პარტიებმა გადახედონ თავიანთ შედეგებს. ერთია რას ლაპარკობენ ტელევიზიით, მეორე არის რეალური ანალიზი - რა შედეგი მიიღეს, რა პერსპეტივა აქვს პარტიას და რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები სჭირდება; “ევროპული საქართველო” ძალიან მძიმე მდგომარეობაშია; ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა, ამ პროცესებმა ყველაზე მეტად “ევროპული საქართველო” დააზარალა. მისი პერსპექივა საიმედო არ არის, შეიძლება მისი ამომრჩეველი გადაბარგდეს”ნაციონალურ მოძარობაში. ველოდები, რომ სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიაში იქნება გადაჯგუფებები და შეიძლება წარმოიქმნას ახალი პოლიტიკური ერთობაც. ასევე პარტიების განაცხლების პროცესი ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენის პერსპექტივასაც აჩენს. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ვინც არ უნდა შევიდეს ახალი ამ პარტიაში, თუ სააკაშვილი დარჩა, “ნაციონალური მოძრაობის” არც კურსი შეიცვლება და არც იდეოლოგია”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“შეიძლება ითქას, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი იწყებს განახლებისკენ ნაბიჯების გადადგმას. ოპოზიციურმა პარტიებმა უპერსპექტივო გზა აირჩიეს, მაგრამ იმ ადმიანებისთვის ვისთვისაც ბოიკოტში ყოფნა უპერსპექტივო აღმოჩნდა, ცდილობენ გვერდზე გაიწიონ, რადგან შედეგის გარეშე ქუჩაში ყოფნა არავის უნდა. შესაბამისად კი ხდება განახლება. თუ პარტიები მართლაც განახლების გზას დაადგებიან, აქ საინტერესო იქნება, ის საით წიყვანენ პროცესს ახალი ლიდერები. რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, არ ვიცი რა პრობლემებია პარტიაში, ან რა ფინანსური პრობლემები შეექმნათ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ლიდერს მეტი გავლენა უნდოდა ჰქონოდა პროცესებეზე, 200-300 კაციანი ქუჩის აქციებით კი გავლენები ვეღარ ექნება, კეზერაშვილი კი ფულს ითვლის”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ცნობილია სექტორები, რომელსაც მთავრობა კვირის ბოლომდე შეზღუდვებს მოუხსნის

“რეზონანსის” ინფორმაციით, მთავრობა ამ კვირაში რამდენიმე შეზღუდული დარგის გახსნის ნებართვას გასცემს. ერთკვირიანმა დაკვირვებამ კარგი შედეგი აჩვენა, შესაბამისად, რისკიც მინიმუმამდეა დაყვანილი. პირველ რიგში, ეს იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, სპორტული დარბაზები და სტუმარ-მასპინძლობის სექტორი. მუშაობა მიდის კომენდანტის საათის გადაწევაზეც. პოზიტიურია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: დღიური – 2,98%, ბოლო 14 დღის – 3,64%, ბოლო შვიდი დღის – 3,41%. სწორედ ეს სტატისტიკური მონაცემებია საბაბი იმისა, რომ მთავრობამ ჩაკეტილი სექტორები სწრაფად გახსნას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ცნობილია სექტორები, რომელსაც მთავრობა კვირის ბოლომდე შეზღუდვებს მოუხსნის / ლადო კახაძე: კარგი მონაცემები გვაქვს და ვიცი, რომ უფრო სწრაფად გაიხსნება ეკონომიკა.

“უპირველეს ყოვლისა, ეს შეიძლება იყოს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, რომელიც დიდი ალბათობით, 15 თებერვლიდან აღდგება, ფიტნეს დარბაზები, საცურაო აუზები და სახელოვნებო სტუდიები. გარდა ამისა, შესაძლოა, მთავრობამ კომენდანტის ერთი საათით გადაწევაზეც იფიქროს. “რეზონანსის” ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხეც მსჯელობს. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო კახაძის ინფორმაციით, ამჟამად მთავრობა საქალაქთაშორის ტრანსპორტის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორი გახსნაზე მსჯელობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პირველ რიგში გეტყვით, რომ დადებითობით მაჩვენებელი არის სწორი ორიენტირი. ამ შემთხვევაში, კარგი მონაცემები გვაქვს და მე რამდენადაც ვიცი, პირადი საუბრებიდან და ოფიციალური გზითაც, ამ მაჩვენებლის დაწევასთან ერთად, უფრო სწრაფად გაიხსნება ეკონომიკა. ვიცი, რომ დაახლოებით, ერთ კვირაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენაზეა საუბარი და ასევე სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე. ჩემი აზრით, თუ მოსახლეობა რჩევებს მეტად გაითვალისწინებს, რაც ნიშნავს - პირბადის ტარების კოეფიციენტის ამაღლებას, დისტანციის დაცვას და ა.შ. უფრო სწრაფად მოხდება ჩაკეტილი ბიზნესის გახსნა. საცურაო აუზები და ფიტნესს კლუბებიც, ნელ-ნელა უნდა გაიხსნას. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ კორონავირუსის გავცელების დაკლება, საშუალებას იძლევა, რომ ამ ბიზნესს მარწუხები მოეხსნას. ბიზნესმა უნდა ამოისუნთქოს, მას მხარდაჭერა სჭირდება. საბჭოს წევრი არ გახლავართ, მაგრამ ჩემი მოსაზრებაა, რომ სპორტულ განაჯანსაღებელ ცენტრებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა, სავარაუდოდ, 1-ლი მარტიდან მოიხსნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“რამდენადაც ვიცი, კომენდანტის საათის გადაწევაზე საუბარი მიმდინარეობს. ვიცი, რომ შემსუბუქებაზე მუშაობა მიდის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. ვფიქრობ, კომენდანტის საათმა საკმაოდ დიდი როლი შეასრულა. აქაც გონივრული ქმედება და საფრთხილეა საჭირო. უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მესმის, მოსახლეობა აქტიური ცხოვრება უნდა, მაგრამ ეს ყველაფერს რისკის ფასად არ ღირს. ყველაფერი უნდა იყოს უსაფრთხო გარემოში - სწავლა, ბიზნესის განვითარება, ტრანსპორტი და ა.შ. ის კი არა, პარლამენტში შესაძლოა, ნიღბის უგულებელყოფაზე დაჯარიმება შემოვიღოთ”, - დასძენს კახაძე.

“ამრიგად, ეკონომიკის გახსნა იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე თავდაპირველად დაგეგმილი იყო. კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებლი ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს, კარგი იქნება შეზღუდვების მოხსნა სამთო-სათხილამურო კურორტებს შეეხოს, რადგან მათი სამუშაო სეზონი მალე დასრულდება. არ ვიცი რამდენად მოხდება, მაგრამ ფიტნესს დარბაზებთან და აუზებთან დაკავშირებით, თუ ეპიდემილოგიურად სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდება, ალბათ შესაძლებელი იქნება მათი ეტაპობრივად გახსნა. მე, პირველ რიგში, აქცენტს სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნაზე გავაკეთებდი, რადგან აქ დროის ფაქტორია, სეზონი იწურება და ერთი თვე მაინც, მარტის ბოლომდე, რომ შეძლონ მუშაობა. მაგალითად, შეიძლება, რომ კაფე-ბარის და რესტორნის გახსნის გარეშე მოხდეს შეზღუდვის მოხსნა”, - ამბობს ზოიძე, რომლის თქმით, “ავსტრიაში ასეა, კურორტებზე საბაგიროები არის გახსნილი, მაგრამ იქ არსებული კაფეები და რესტორნები დაკეტილია და ამ საკითხის განხილვა ალბათ ჩვენთანაც შეიძლება”, - განაგრძობს გამოცემა.

“დანარჩენი არ ვიცი, როგორ და რას იხილავს საკოორდინაციო საბჭო. ახლა უკვე რაც გაიხნა, მის შედეგებსაც დაველოდოთ, რამდენად აგრძელებს საზოგადოება რეგულაციების დაცვას, ტრანსპორტში იქნება, თუ მაღაზიებში. ეს ალბათ, 14 დღის განმავლობაში გამოჩნდება, ინფიცირებულთა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით. კომენდანტის საათი ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, რათა მობილობა და ადამიანების კონტაქტი შემცირდეს. ჩვენ შემთხვევაშიც ეს აზრია, რომ საღამოს საათებში მობილობა შემცირდეს. ვგულისხმობ დროის გატარებას ან ისეთი ქცევას, რომელიც რისკის შემცველია, ეს იქნება კერძო ბინებში თავყრილობა, ალკოჰოლის მიღება თუ სხვა. ესაა კომენდანტი საათის დასაბუთება და რაციონალობა. კომენდანტის საათის შემსუბუქება და გადაწევა ეპიდსიტუაციაზე რამდენად მოქმედებს და როგორ, ამის თაობაზე მტკიცებულებები არ მაქვს, თუმცა ზოგადად რომ ეს მობილობას ამცირებს, ამისი დადასტურებული ფაქტები უკვე გვაქვს. იმიტომ სამომავლოდ სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესსპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“შეზღუდვების მოხსნა ქვეყნის ეკონომიკას და ბიზნესს ნამდვილად წაადგება, მაგრამ ეპიდემიოლოგიურად ეს გარემოება მომგებიანი ვერ იქნება, რადგან შეზღუდევბის არ არსებობის პირობებში იზრდება ადამიანთა შორის კონტაქტი. ჩაკეტილი დარგების გახსნაზე უკვე თამამად საუბრობენ ინფექციონისტებიც. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ფიტნესს დარბაზები ამოქმედდება. “ყველაფრის გახსნა შეიძლება, სადაც ადამიანები შეძლებისდაგვარად დაიცავენ დისტანციას და პირბადით ივლიან. რესტორნებში თუ იქნება იმის საშუალება, რომ ადამიანებმა ერთამენთის მოცილებით დასხდნენ და პირბადით იკვებონ, ცოტა რთული წარმოსადგენია. ამიტომაა რესტორნების შედა სივცრეების გახსნა ძნელი. ბაზრობების გახსნა კარგია. ღია ბაზრობები უფრო ნაკლებ საშიშია, ოღონდ, რა თქმა უნდა, წესები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, რომ არ მოხდეს დიდი ხნის განმავლობაში ადამიანების მჭიდროდ ყოფნა. ფიტნესს და სპორტული დარბაზები იმდენად საჭიროა, რომ ძალიან მინდა ადრე გაიხსნას”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ “დღეს მათი ამოქმედება წესების დაცვით სრულიად შესაძლებელია”, - წერს სტატიის ავტორი.

საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის ახალი მოდელი - ევროპაში ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება დაიწყეს

“ისრაელმა და საბერძნეთმა შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც ფრენების განახლებისთანავე ვაქცინირებულ მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის შეზღუდვების გარეშე მოგზაურობის საშუალება მიეცემათ. რამდენად შესაძლებელია, რომ ასეთი მოდელი სხვა ქვეყნებმაც გადაიღონ და ამ შემთხვევაში რა ელით ისეთ მოქალაქეებს, რომლებიც ჩინური და რუსული ვაქცინით არიან აცრილები. ისრაელსა და საბერძნეთში ვაქცინაცია უკვე დაწყებულია. ტურიზმის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა კირიაკოს მიჩოტაკისმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერთობლივი პრესკომფერენცია გამართეს, სადაც “მწვანე პასპორტზე” ისაუბრეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის ახალი მოდელი - ევროპაში ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება დაიწყეს.

“შეთანხმება საშუალებას გვაძლევს, ისრაელის ტურისტებს შვებულების საბერძნეთში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გატარების შესაძლებლობა მივცეთ. იმედი მაქვს, ისრაელიდან ტურისტებს საბერძნეთში რაც შეიძლება მალე ვუმასპინძლებთ”, - თქვა საბერძნეთის პრემიერმა კირიაკოს მიჩოტაკისმა. “ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. არავითარი იზოლაცია”, - ეს პოზიცია კი ნეთანიაჰუმ დააფიქსირა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ თუ ეს მოდელი ევროპის სხვა ქვეყნებმაც გადაიღეს, შესაძლოა რუსულ და ჩინური ვაქცინით აცრილ მოქალაქეებს გარკვეული შეფერხებებიც შეექმნას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ ბიოლოგიურმა საფრთხემ გარკვეულწილად თავისუფალი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეზღუდა და შეაფერხა, გამოდის, რომ თუ ამ დონის შეთანხმება არ მოხდა, ევროპის სახელმწიფოებში თავისუფალი გადაადგილება ვერ მოხდება, ყოველ შემთხვევაში მეჩვენება, რომ ყველაფერი ასეთი მიმართულებით მიდის. საინტერესოა, თუ ადამიანი მაგალითად რუსული, ან ჩინუქრი ვაქცინით აიცრა, ამ ადამიანს ასეთი მოდელის არსებობის შემთხვევაში ევროპის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ? უკვე ეს მომენტი ჩნდება, ისევე, როგორც ჩინეთში და რუსეთშიც ვერ მოხდეს შესვლა იმ ადამიანების, რომლებიც იმ ვაქცინით არიან აცრილები, რომლებსაც ეს ქვეყნები არ აღიარებენ. ესეც შეიძლება გამოიყენონ რუეთმა და ჩინეთმა, რომ არ შეუშვას ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ მიერ აღიარებული ვაქცინით არ არიან აცრილები. რუსეთში და ჩინეთში რამდენი ადამიანი მიდის, აქედან გამომდინარე ყველაფერი ერთ საკითხში მოიაზრება, რომ ვაქცინამ გეოპოლიტიკური ბრძოლის კონტურები მიიღო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“საბერძნეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა და ბუნებრივია ამ შეთანხმებას ბრიუსელთან შეთანხმების გარეშე არ განახორციელებდა, ესაა ერთგვარი ტესტური ვარიანტი სხვა სახელწიფოებისთვის, ამიტომ შეიძლება ევროკავშირმა ასეთი მოდელი მიიღოს. არ გამოვრიცხავ, რომ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ჩასვლა ვაქცინის გეოპოლიტიკურ მომენტებს უკავშირდებოდა, იმიტომ, რომ რუსული ვაქცინის ადაპტაციის საკითხები საკმაოდ სერიოზულად განიხილებოდა, ევროპულ ჟურნალ ლანცეტში პოზიტიური გამოხმაურებები ჰქონდა. თუ საბერძნეთის და ისრაელის მაგალითი ევროკავშირში შესვლის გაიდლაინი გახდა, ამან შეიძლება ვიზა რეჟიმის საკითხი კიდევ უფრო დაამუხრუჭოს, საქართველოში ჯერ ვაქცინაცია არ დაწყებულა და როდის დაიწყება არავინ არ იცის”, - მიიჩნევს მაისაია.

“ყველა ვთანხმდებით, რომ ვაქცინების მობილიზებაა საჭირო, ევროკავშირის ქვეყნები, პირდაპირი მწარმოებლები და “კოვაქსი” არის სამი მიმართულება, რომელიც დღეს ჩვენთვის სამუშაო არეალია”, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. “რაც შეეხება პირველ ეტაპზე დოზების რაოდენობას, პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღებთ “ფაიზერის” ვაქცინას, 30 ათას დოზას, რაც დაახლოებით 14 ათასი ჯანდაცვის მუშაკის აცრისთვის საკმარისია. გარდა ამისა, დაემატება 300 ათასამდე “ასტრაზენეკა”, პირველი და მეორე კვარტლის დასაწყისში. ეს არის ის საწყისი დოზები, რომელსაც საქართველო მიიღებს უფრო ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნები. ამის პარალელურად, არის მექანიზმები “კოვაქსის” პლატფორმის გარდა. ეს მექანიზმია ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი მოლაპარაკება. ის ჭარბი დოზები, რაც შეიძინეს მიმწოდებლებიდან, გარკვეული ნაწილი შეუძლიათ, რომ გააზიარონ სხვა ქვეყნებზე. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანასთან მიდის პირდაპირი მოლაპარაკება, ევროპარლამენტი ამის ფასილიტაციაში აქტიურად არის ჩართული”, - ამბობს გაბუნია. მისი თქმით, “გარდა ამისა, რჩება ოფცია უშუალოდ პირდაპირ მწარმოებლებთან მოლაპარაკება, იმისთვის, რომ წლის ბოლომდე მათი წარმოების მოცულობის გაზრდასთან ერთად მივიღოთ ის რაოდენობა, რაც წლის ბოლომდე გვჭირდება”, - დასძენს გამოცემა.

“მისივე თქმით, “ის, რომ ვაქცინების მობილიზებაა საჭიროა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ეს გეგმაშია ჩამოყალიბებული. ევროკავშირის ქვეყნები, პირდაპირ მწარმოებლები და “კოვაქსი” არის სამი მიმართულება, რომელიც დღეს რეალურად ჩვენთვის არის სამუშაო არეალი. რამდენად მოხდება 60%-ის მოცვა, დამოკიდებული იქნება იმ ფაქტორებზე, თუ რამდენად სწრაფად გაზრდიან მწარმოებლები მოცულობას, რამდენად სწრაფად შემოვა დამატებითი ვაქცინები ბაზარზე, შემდეგ კი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ავითვისებთ მიღებულ ვაქცინებს”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა