კომპანია „თელასმა“ 2020 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

კომპანია „თელასმა“ 2020 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

როგორც „თელასიდან“ ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, 2020 წელს კომპანია „თელასმა“ 2,635 მილიარდი კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,2% (268 მილიონი კვტ-სთ-ით) ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.

მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარების კლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ განაპირობა, რამაც რიგი საწარმოების და კომპანიების საქმიანობის შეჩერება გამოიწვია. 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში ისევ შეიზღუდა.

„2020 წელს 2019 წელთან შედარებით 9,8%-ით (270 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 2,477 მილიარდი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირებაც ეკონომიკის მრავალ სფეროში საქმიანობის შეზღუდვამ განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2020 წლის მონაცემებით 2019 წელთან შედარებით 3,5%-ით (23,2 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 680,6 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 613,2 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 67,4 ათასი – იურიდიური პირი. აბონენტთა რაოდენობა ქსელის განვითარების და ახალი აბონენტების მიერთების შედეგად გაიზარდა. 2020 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 098 კმ შეადგინა, რაც 3,6%-ით (211 კმ-ით) აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს (5 887 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა“, - აღნიშნულია კომპანია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე შპს "ბესტ ენერჯი გრუპ"-ის საკუთრებაა.www.telasi.ge.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა