საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. რა საკითხთან მიმართებით იმსჯელებენ მღვდელმთავრები დღევანდელ სხდომაზე ზუსტად უცნობია, თუმცა სხვადასხვა საკითხთან ერთად, შესაძლოა, იმსჯელონ კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს. სხდომის მდივანი კი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავაა.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი იმედოვნებს, რომ “სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაცია, ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო”.

მისივე განმარტებით, ვინც კორონავირუსის ვაქცინაციას გაიკეთებს, მას “ღმერთის და ხალხის მტრად" არ გამოაცხადებს.

ჰოლანდია-დანიის ეპისკოპოსის, მეუფე დოსითეოზის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით პირადი მოსაზრება გააჩნია. მისი თქმით, იზიარებს ჯანმო-ს იმ პოზიციას, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

გარდა ამისა, იმსჯელებენ, თუ არა სინოდზე დავით გარეჯის საკითხთან მიმართებით, მღვდელმთავრები ამბობენ, რომ ამაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია