დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომის განჩინება ხვალ გავრცელდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა

სინოდის დღევანდელი სხდომის განჩინება ხვალ გახდება ცნობილი.

„იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მღვდელმთავრებმა განაცხადეს, სხვადასხვა საკითხებს შორის განხილვის თემა იყო დავით გარეჯის და კორონავირუსის ვაქცინაციის საკითხები.

ამასთან წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი იყო. მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში დაინიშნა, თავის ეპარქიაში, წალკაში დაბრუნდა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს