მეუფე დანიელის განცხადებით, პირს, რომელიც ორგანიზაციაში "ბიბლიური თავისუფლება" გაწევრიანდება, ნათლობის, ჯვრისწერის, წესის აგებისა და ზიარების უფლება აღარ ექნება

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის (დათუაშვილი) განცხადებით, ადამიანი, რომელიც გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციაში როგორიცაა „ქრისტიანთა გაერთიანება, ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია“ ნათლობის, ჯვრისწერის, წესის აგებისა და ზიარების უფლება აღარ ექნება. ამის შესახებ მღვდელმთავარმა წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „ქრისტიანთა გაერთიანება, ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია“. ის განურჩევლად სქესისა ადამიანებს თავის რიგებში აწევრიანებს და მათ სასულიერო პირის ხარისხს ანიჭებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრისთვის მასში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას. ეკლესია აფრთხილებს ყველას ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება, აღარ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს საეკლესიო მსახურებაში, როგორიც არის ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება, ზიარება და სხვა“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს