მარიამ ლაშხი - პარლამენტის მიერ მიღებულმა საკანონმდებლო გადაწყვეტილებებმა, უფრო მეტი შესაძლებლობები მისცა ქალებს რეალიზებისთვის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი ქართველ მეცნიერ ქალებს ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღეს - 11 თებერვალს ულოცავს.

მისი თქმით, თანამედროვე გამოწვევებმა არაერთხელ აჩვენა, რა მნიშვნელობა აქვს ქალების როლს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

„გაეროს გადაწყვეტილებით, ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანი მეცნიერებასა და განათლებაში თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობაა.

მინდა ჩვენი ქვეყნის ქალ მეცნიერებს მივულოცო დღევანდელი დღე.

თანამედროვე გამოწვევებმა არაერთხელ დაგვანახა, რა მნიშვნელობა აქვს ქალების როლს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში. მსოფლიოში სამეცნიერო აქტივობებში 30%-მდე გაიზარდა ქალების ჩართულობა. ეს უბრალოდ სტატისტიკა არ არის - ეს კონკრეტული მიღწევებია, როგორ შეცვალეს ქალებმა ზოგადად, მეცნიერება და მსოფლიო.

ამ საუკუნის ერთ-ერთმა მთავარმა გამოწვევამ - პანდემიამ განსაკუთრებით თვალხილული გახადა ქალის, როგორ მეცნიერების მნიშვნელობა. მისი როლის გარდაუვალობა გამოწვევების წინა ხაზზე.

ჩვენთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ პარლამენტის მიერ მიღებულმა საკანონმდებლო გადაწყვეტილებებმა, უფრო მეტი შესაძლებლობები მისცა ქალებს რეალიზებისთვის", - აცხადებს მარიამ ლაშხი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს