ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი - ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ქართული მხრიდან ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას მხარეებს შორის.

დე ფაქტო კომიტეტში აცხადებენ, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები „აძლევენ ბრძანებას დივერსანტებს, სამხრეთ ოსეურ ქვედანაყოფების სექტორში მოხდეს დივერსანტების შესვლა, ქმნის პირისპირ შეტაკების რეალურ საფრთხეს და კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობას“.

დე ფაქტო უწყებას ამის დასტურად ე.წ. საზღვრის დარღვევის რამდენიმე ფაქტი მოჰყავს, მათ შორის, 3 თებერვალს ქართველი პოლიციელის მიერ ოკუპირებული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის ფაქტი. ასევე, მათი ცნობით, 7 თებერვალს ე.წ. მესაზღვრეებმა დააფიქსირეს კიდევ ერთი დარღვევის ფაქტი დასახლებულ პუნქტ უისტასთან.

„ამ ფონზე, КГБ აღნიშნავს მორიგ კონსტრუქციულ ნაბიჯებს პატრიოტულად განწყობილ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის - მოძრაობის მხრიდან, რომელიც ახორციელებს საზღვრის პირზე მონიტორინგს და ქართული საზოგადოების ინფორმირებას ახდენს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის არსებობის შესახებ. დავით ქაცარავას ინიციატივით, 13 თებერვალს სოფელ ახმაჯის ტერიტორიაზე იგეგმება აქციის მოწყობა, რომლის დროსაც ის აპირებს მონიშნოს სახელმწიფო საზღვრის გამყოფი ხაზი. ასეთი ქმედება სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან პერსპექტივაში საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების სათანადო დონეს, ეს შეამცირებს დარღვევებს სახელმწიფო საზღვარზე და ქართულ საზოგადოებაში მოახდენს პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევის საკითხში“ , - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა