ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის სასაზღვრო კედლის პროექტს დაფინანსებას უწყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა საგანგებო ეროვნული განკარგულება დონალდ ტრამპის სასაზღვრო კედლის დაფინანსების შესახებ.

BBC-ის ინფორმაციით, ბაიდენმა კონგრესში წერილში გააგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ განკარგულება "გაუმართლებელი" იყო. პრეზიდენტი ასევე წერს, რომ იგი შეეცდება გადახედოს ყველა რესურსს, რომელიც კედლის მშენებლობისთვის გამოყენებულია.

შეგახსენებთ, აშშ – მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება იყო, თუმცა პროექტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, რომელსაც „დემოკრატები“ აკონტროლებენ, დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მშენებლობის დასაფინანსებლად ის საგანგებო უფლებამოსილებას გამოიყენებდა. ყოფილმა პრეზიდენტმა სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 2019 წელს გამოაცხადა, რამაც მას კედლის მშენებლობისთვის სამხედრო სახსრების კონგრესის გვერდის ავლით გამოყენების საშუალება მისცა. ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში პროექტისთვის დაახლოებით 25 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა