ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 271 ადამიანს ჩაუტარდა.

ამასთან, აფაზეთში კოვიდ 19-ს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 11 988 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 11 307 და დაღუპულია 189 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 10 მარტამდე გახანგრძლივებას მოაწერა ხელი. თუმცა, რეგიონში 15 თებერვლიდან საბავშვო ბაღები და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სკოლები იხსნება, 22 თებერვლიდან კი საკლასო ოთახებში მე-5-11 კლასის მოსწავლეებიც დაბრუნდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა