ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრები ახალგაზრდობის სააგენტოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში გაერთიანებას აპროტესტებენ

ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები ახალგაზრდობის სააგენტოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში გაერთიანებას აპროტესტებენ და ახალგაზრდობის სფეროსთვის ავტონომიურობის შენარჩუნებას ითხოვენ. მათ საკუთარი კრიტიკული პოზიცია პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოხატეს, სადაც პირველი მოსმენით, მთავრობაში დაგეგმილი რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს.

როგორც კომიტეტის სხდომაზე ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ცვლილებები ისე დაანონსდა, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს სამინისტროს ფარგლებში გაერთიანების თაობაზე მათი მოსაზრებით არავინ დაინტერესებულა, მათთან შეხვედრა არავის გაუმართავს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მედიით შეიტყვეს. ითქვა ისიც, რომ გასულ წლებში, როცა ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება სხვადასხვა სამინისტროსთან იყო გაერთიანებული, ახალგაზრდობის საჭიროებებს არასათანადოდ ექცეოდა ყურადღება და პრაქტიკა ადასტურებს, რომ ახალგაზრდული სფერო კვლავ ყურადღების მიღმა დარჩება.

ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეფასებით, ამჟამად პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარეაბაში არსებული ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოა და მისი ავტონომიურობა უნდა შენარჩუნდეს.

მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ უწყებად - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ ყალიბდება. ცვლილება 57 კანონში ხორციელდება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ