მიხეილ ჩხენკელმა ირანის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აქბარ ყასემ ალიაბადის უმასპინძლა და დანიშვნა მიულოცა.

შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტთან და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება. ელჩმა, თავის მხრივ, ამ თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა. მხარეებმა განიხილეს საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საელჩოს წარმომადგენელი: ატაშე მოჰამად რეზა შალბაფი. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა