აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ოჩამჩირის რაიონში ტყის ორი ხანძარი ჩავაქრეთ, რომელიც საცხოვრებელ სახლებს უქმნიდა საფრთხეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს მაშველებმა ოჩამჩირის რაიონში ტყის ორი ხანძარი ჩააქრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი სოფელ მიკუს და აკუასკიას მიდამოებში გაჩნდა და მისმა საერთო ფართობმა დაახლოებით 8 ჰექტარი შეადგინა.

ე.წ. სამინისტროში აცხადებენ, რომ საფრთხე კერძო საცხოვრებელ სახლებსაც უქმნიდა საფრთხეს.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ტყის ხანძრის კერები გასული წლის დეკემბრიდან დროდადრო სხვადასხვა რაიონში ჩნდება. გასული თვის დასაწყისში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ინტენსიურ კავშირშია და სთავაზობს დახმარებას ხანძრების საწინააღმდეგო სამუშაოებში. ცენტრალური ხელისუფლების განცხადებას დე ფაქტო მთარობაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მათ დახმარება არ სჭირდებოდათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო