თამარ ტალიაშვილი - ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდობა, მათი გამოწვევების გადაჭრა და მათთვის მეტი შესაძლებლობების შეთავაზება

ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდობა, მათი გამოწვევების გადაჭრა და მათთვის მეტი შესაძლებლობების შეთავაზება, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ევროსაბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტიმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

მან ევროსაბჭოს კონგრესის საწესდებო ფორუმის და ბიუროს სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

„მნიშვნელოვანი გახლდათ ჩვენი მხრიდან იმ საკითხის ხაზგასმა, რომელიც ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას ეხებოდა: საქართველოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ახალგაზრდობის მონაწილეობით დემოკრატიის გაძლიერება გაცხადებული იქნა, როგორც თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამან განაპირობა ის, რომ პრაქტიკულად, თავმჯდომარეობის ფარგლებში, ყველა წევრ ქვეყანას მიეცა საშუალება იმისა, რომ გაეძლიერებინა თავისი პოლიტიკა ახალგაზრდობის სფეროში. ჩვენმა ამ პრიორიტეტმა ძალიან დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში და უშუალოდ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისგანაც. ჩვენი მხრიდან აღინიშნა ის გარემოება, რომ საქართველოსთვის ახალგაზრდობა არის პრიორიტეტული მიმართულება და ამას კიდევ ერთხელ მოწმობს ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ახალი დელეგაციის პირველივე ვიზიტის დროს, ჩვენ მიერ სარეზოლუციო ინიციატივა იქნა დაყენებული, რომელიც ახალგაზრდობას და მედიას ეხება და ამ რეზოლუციამაც ერთხმად მხარდაჭერა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის კომიტეტზე. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ახალგაზრდების წინაშე მდგარი ამოცანები, როგორც კოვიდ პანდემიის შედეგად, ისე გლობალურ ასპექტშიც პრიორიტეტულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი გამოწვევების გადაჭრა და მათთვის მეტი შესაძლებლობების შეთავაზება“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს