დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - სინოდი იყო საოცრად მშვიდი, ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული, დაზუსტდება ტექსტი და დღის მეორე ნახევარში წაიკითხავენ

"გუშინდელი სინოდი იყო საოცრად მშვიდი, ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, სინოდის განჩინება დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

"გუშინდელი სინოდი იყო საოცრად მშვიდი, ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული და ორი საათის განმავლობაში შეთანხმდა ძალიან ბევრი საკითხი. რადგანაც საკითხი იყო საკმაოდ ბევრი, ამიტომ ტექსტი არის ვრცელი და საჭიროებს უფრო მეტ სამუშაოს, ვიდრე 1-2 საკითხი მოითხოვდა. ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა და დაზუსტდება ტექსტი, დღის მეორე ნახევარში აუცილებლად წაიკითხავენ,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს