რუსთავის მერი სწავლების განახლებიათვის მზადებას, #28 საჯარო სკოლაში გაეცნო

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ თამარ ხეჩიკაშვილთან ერთად, სწავლების განახლებისთვის მზადებას, #28 საჯარო სკოლაში გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტაბაღუა კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით, დაწესებული რეგულაციებისა და არსებული რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, ადგილზე გაეცნო.

"ქალაქის როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 15 თებერვლიდან განახლდება. მინდა მადლობა ვუთხრა, ჩვენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელმაც ყველა სკოლას ადგილზე გაუწია მომსახურება. დღეს სრულდება მასწავლებლებისა და სხვა თანამშრომლების კორონა ვირუსზე ტესტირება, როგორც სწრაფი ტესტით, ასევე PCR ტესტის მეშვეობით. სამწუხაროდ რამდენიმე სკოლაში დაფიქსირდა ვირუსი. ტესტირება ჩატარდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ, რათა მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ და შევინარჩუნოთ სასწავლო პროცესი. რუსთავის სკოლები მზად არიან, მასწავლებლების და მოსწავლეების დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა რეგულაციას დაიცავენ და სასწავლო პროცესი არ გაგვიჩერდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავში პედაგოგების კორონავირუსზე ტესტირება, ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში 15 თებერვლამდე დასრულდება. პედაგოგებსა და სკოლის სხვა თანამშრომელებს, სწრაფი და PCR ტესტი, ორ კვირაში ერთხელ სისტემატურად ჩაუტარდებათ. რუსთავის ოცდაექვსივე საჯარო სკოლა მუშაობას ჰიბრიდულად ანუ შერეული მეთოდით გააგრძელებს, მოსწავლეების ნაწილი, სურვილისამებრ, სწავლას კვლავ დისტანციურად შეძლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა