წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ მიტროპოლიტ პეტრეს ქმედებებს სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია შეისწავლის, რომელიც დასკვნას სინოდის სხდომას წარუდგენს

წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას , - ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში.

წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია შეისწავლის, რომელიც დასკვნას სინოდის სხდომას წარუდგენს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს