სერგეი შამბა რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე - საჭიროა საქართველოსთან საუბარიც, რადგან იგი თავად უნდა იყოს დაინტერესებული სარკინიგზო კავშირის გახსნით

რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო კავშირის შესაძლო გახსნის თემა 10 წლის წინ განიხილებოდა, მაგრამ შეთანხმებას „ქართული მხარის“ პოზიციის გამო ვერ მიაღწიეს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.

„ამ თემაზე სერიოზული დისკუსიები შედგა, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვდა, რომ აფხაზეთში რკინიგზისთვის უნდა ეწოდებინათ იგივე, რაც საბჭოთა პერიოდში ერქვა - საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთი, აფხაზური მხარე ამას არ ეთანხმებოდა, - განაცხადა სერგეი შამბამ.

მისი თქმით, ახლა, როდესაც სარკინიგზო კომუნიკაციის ჩრდილოეთ კავკასიის გავლით გახსნის საკითხი დადგა, „ლოგიკურად გაჩნდა აფხაზეთის პარლამენტის წინადადება“.

„თუკი ვსაუბრობთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივების განვითარებაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა გავხსნათ ყველა კომუნიკაცია, საჭიროა კომუნიკაცია და ვაჭრობა,“- აღნიშნა შამბამ.

მისი თქმით, დროა, რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრება დაიწყოს, რის გარანტსაც ეკონომიკური პროცესები წარმოადგენს, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული.

„ამ მხრივ საჭიროა საქართველოსთან საუბარიც, რადგან იგი თავად უნდა იყოს დაინტერესებული სარკინიგზო კავშირის გახსნით,“- აცხადებს შამბა.

იხილეთ ვიდეო: სერგეი შამბა - საჭიროა საქართველოსთან საუბარიც, რადგან იგი თავად უნდა იყოს დაინტერესებული სარკინიგზო კავშირის გახსნით

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს