ზურაბ ჯაფარიძე - რაც "ევროპულ საქართველოში" ხდება, ალბათ, ბუნებრივი პროცესია

ის, რაც "ევროპულ საქართველოში" ხდება, ალბათ, ბუნებრივი პროცესია",- ასე აფასებს "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ევროპულ საქართველოში" მიმდინარე პროცესებს.

როგორც ჯაფარიძე დასძენს, როდესაც შედეგებით უკმაყოფილოა პარტია და იმ პარტიაში გადახარისხება ხდება, ნორმალური პროცესია.

" ის, რაც "ევროპულ საქართველოში" ხდება, ალბათ, ბუნებრივი პროცესია, "ევროპული საქართველო" არ არის ერთადერთი პარტია, რომელიც საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, ჯამში მაინც უკმაყოფილოა არჩევნების შედეგებით, მიუხედავად გაყალბებისა. ნორმალური ამბავია, როდესაც შედეგებით უკმაყოფილოა პარტია და იმ პარტიაში რაღაც ტიპის გადახარისხება ხდება",-აცხადებს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს. ამასთან, პარტიის კიდევ ერთი წევრი, გიგი უგულავა პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს